მთავარი ციტატა

“ვხედავთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, ის ტალახი, რასაც “ოცნება” ესვრის, უკან დაუბრუნოს”

“სალომე ზურაბიშვილმა ინსტიტუციურად ივანიშვილს შეატყობინა, როგორც ალბათ ბრეჟნევს, სხვა ახსნა არ აქვს ამას, ეს მათი პირადი ბუღალტერიაა და ხალხს ნუ დაღლიან ამ ბუღალტერიით. ვინ ვის უთხრა და ვინ ვინ ჩააყენა საქმის კურსში მეორეხარისხოვანია. ვხედავთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ცდილობს ის ტალახი, რასაც “ქართული ოცნება” ესვრის, უკან დაუბრუნოს.”

გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი

ამის სესახებ გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ცნობისთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, მან ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება წინასწარ შეატყობინა პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას და პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს.

15 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი, გამოსცა, რის მიხედვითაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა. 

იტვირთბა....