ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შესაძლოა, რაღაც ხარვეზი მოხდა ტესტირების დროს, მაგრამ თუ კლინიკური გამოვლინება არაა, მას არ შეუძლია ადამიანების დასნებოვნება”- ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია კორონავირუსისგან მეორედ დაინფიცირებულ პაციენტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ თუ კლინიკური ნიშნები გამოვლენილი არაა, განმეორებით დაინფიცირებაზე დადასტურებულად საუბარი შეუძლებელია.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა,

მისივე თქმით, ზოგადად, პაციენტი გამოჯანმრთელებულად ითვლება, თუ კი სახეზეა, როგორც კლინიკური გამოჯანმრთელება, ასევე „პისიარ“ კვლევით  ვირუსის ელიმინირება.

“მე დაზუსტებით არ შემიძლია, გითხრათ სიტუაცია. აქ გარკვეულწილად მნიშვნელობა აქვს, განმეორებით დადასტურების შემთხვევაში კლინიკა იყო გამოვლენილი, თუ არ იყო  გამოვლენილი. ანუ, ეს არის ტესტი დადებითი კლინიკის გარეშე. ეს ერთი ვარიანტია. ე.ი. დაავადების რეინფექციაზე ნუ ვილაპარაკებთ, როცა არ ვიცით ჩვენ სრულყოფილი მონაცემები,-აცხადებს ეზუგბაია.

ეზიგბაია არ გამორიცხავს, რომ ვირუსზე ტესტირების დროს მოხდა გარკვეული ხარვეზი, რის შედეგადაც პასუხი დადებითი აჩვენა.

“გარკვეულწილად ყველაფერი ხდება. ტესტირების შემთხვევაში რა სიტუაციაა, შესაძლებელია რაღაც ხარვეზი მოხდა ტესტირების დროს. ეს არის ვარაუდი, ამას არ აქვს მტკიცებულება. ასეთი ვარიანტიც შეიძლება იყოს, რომ რაღაც პერიოდში მოხდა ერთი ანალიზის დროს რაღაცა ხარვეზი, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. რაც მთავარია, კლინიკური გამოვლინება თუ არ არის, ეს ნიშნავს, რომ ამ ვირუსს არ აქვს ინფექციურობის უნარი. როცა ინფექციურობის უნარი არ აქვს, მას არ შეუძლია ადამიანების დასნებოვნება.

ასეთი ხანგრძლივობის პერიოდში როდესაც უკვე არის გამოჯანმრთელება, უარყოფითი ტესტი, შემდეგ კვლავ ისევ სუსტი დადებითი, უარყოფითი, ასეთ შემთხვევაში ინფექციურობის უნარი არ გააჩნია ვირუსს და პაციენტი ამ დროს გადამდები არ არის. ამიტომ ამ შემთხვევაში წყნარად შეგვიძლია ვიყოთ,”- განაცხადა ნარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საჩხერის სამედიცინო ცენტრში, მამაკაცს კორონავირუსი მეორედ დაუდასტურდა.  მამაკაცმა კორონავირისზე ერთხელ უკვე იმკურნალა და საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ორკვირიან თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, რა დროსაც ვირუსის სიმპტომები დაუფიქსირდა. საჩხერის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ კი, კორონავირუსი მეორედ დაუდასტურდა.

იტვირთბა....