საჩხერეში მამაკაცს კორონავირუსი მეორედ დაუდასტურდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა კორონავირისზე ერთხელ უკვე იმკურნალა და საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ორკვირიან თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, რა დროსაც ვირუსის სიმპტომები დაუფიქსირდა. საჩხერის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ კი, კორონავირუსი მეორედ დაუდასტურდა.
როგორც საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, მიხეილ ქამუშაძე აცხადებს, ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტი საჩხერის მკვიდრია და მოგზაურობის ისტორია აქვს.