საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, როდესაც გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ უთხრა.
“თქვენი გადაწყვეტილება არისო, როგორც, სხვათა შორის, მითხრა პირველივე დღიდან, როცა არჩეული ვიყავი და როცა შევხვდით ამის მერე, რომ იცოდეთ, თქვენ კი დაგეხმარეთ ყველანაირად, მაგრამ ეს არის თქვენი პრეზიდენტობა, დამოუკიდებელი და ნეიტრალური, როგორც კონსტიტუცია მოითხოვს და იცოდეთ, რომ თქვენ იქნებით დამოუკიდებელი თქვენს გადაწყვეტილებაში”, – განაცხადა პრეზიდენტმა “რუსთავი 2”-თან.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი სენატორების მიერ გაკეთებული მწვავე განცხადებების შემდეგ შეიწყალა.