aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დაუშვებელი და ცინიკურია ვინმე რურუასა და საკონსტიტუციო ცვლილებებს შორის დასვა ტოლობის ნიშანი” – ოხანაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით მიღწეული შეთანხმების პირობებს ასრულებს – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციური ჯგუფები კორონავირუსული პანდემიის დროს მაქსიმალურად ცდილობს ყურადღების ცენტრი საზოგადოების ჯანმრთელობიდან იმ პოლიტიკურ თამაშზე გადაიტანონ, რასაც თავად ეწევიან.

„ფიქრობ, ჩვენი საზოგადოება დაიღალა ამ თამაშით, რასაც ოპოზიციური ჯგუფები ეწევიან. ჩვენ, სახელისუფლებო გუნდს, საზოგადოებასთან ერთად, გვაქვს გამოწვევა, რომ საბოლოოდ ღირსეულად გავართვათ თავი პანდემიასთან ბრძოლას. ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანა არის ჩვენი საზოგადოების ინტერესები და მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა. ორიენტირებულები ვართ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი საზოგადოება, თუმცა ოპოზიციის ეს ჯგუფები ცდილობენ, რომ ყურადღების ცენტრი ჩვენს საზოგადოებაზე ზრუნვიდან სხვა მიმართულებით გადაიტანონ. ოპოზიციური ჯგუფები ცდილობენ, მთავარი აქცენტირება გააკეთონ არა ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვაზე, არამედ ამ პოლიტიკურ თამაშზე, რასაც ისინი ეწევიან. ვინაიდან ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ის შეთანხმება, რომელიც შედგა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, სადაც ჩვენ დავდეთ პირობა, რომ შევიტანთ ცვლილებებს საქართველოს კონსტიტუციაში, ამ პირობას ვასრულებთ. ჩვენი მხრიდან მზაობა, რომ ეს ცვლილებები შესრუდეს, არის. გუნდი არის ორიენტირებული იმისკენ, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს, თუმცა ვხედავთ, რომ გარკვეულ თამაშს აწარმოებს ოპოზიცია და სერიოზულად არ უყურებს ამ საკითხს.

ყველა მხარე თანაბრადაა ვალდებული, შეასრულოს პირობა, მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში და მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი არის ფუნდამენტური და სახელმწიფოს ვერც ერთი დამოუკიდებელი შტოს ფუნქციონირებაში ჩვენ ვერ ჩავერევით. ჩვენ ვრჩებით ამ პრინციპის ერთგული. იმედი მაქვს, ამ თამაშს თავს დაანებებს ოპოზიცია, გადმოვა საქმიან რეჟიმზე, ჩაერთვება საპარლამენტო ცხოვრებაში, გააცნობიერებს პასუხისმგებლობას, რომელიც აიღო ჩვენი პარტნიორების წინაშე და აქვს ვალდებულება, მხარი დაუჭეროს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რათა ყველამ ერთად შევძლოთ მშვიდობიანი, დემოკრატიული, მაღალი სტანდარტით გამართული არჩევნების ჩატარება. ეს არის ჩვენი მიზანი. ჩვენი მხრიდან ამისთვის სრული მზაობაა. არ შეიძლება საზოგადოებას ესაუბრო ერთი კონკრეტული პირის სახელით. დაუშვებელია და საზოგადოების მიმართ ცინიკურია, ვინმე რურუასა და საკონსტიტუციო ცვლილებებს შორის დასვა ტოლობის ნიშანი“, -განაცხადა ოხანაშვილმა.

იტვირთბა....