ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მე აუცილებლად ვიქნები მაჟორიტარი”- ირაკლი ოქრუაშვილი

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, მაჟორიტარულ ნაწილში ოპოზიცია ერთიანი კანდიდატებით უნდა წარდგეს.

ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, მაჟორიტარ კანდიდატობას თავადაც აპირებს, ხოლო იქნება თუ არა მისი კანდიდატურა, გორში ამბობს, რომ დარწმუნებული არ არის, მაგრამ არ გამორიცხავს.

„ოპოზიცია მაჟორიტარულ ნაწილში ერთიანი კანდიდატებით უნდა წარდგეს, ერთმნიშვნელოვნად. ამაში დარწმუნებული ვარ. დიდი ალბათობით, დღევანდელი გადასახედიდან, პარტიები დამოუკიდებლად წარდგებიან არჩევნებზე, მაგრამ ამ დამოუკიდებლობას აუცილებლად ექნება საერთო მაჟორიტარების შეთანხმების სტრატეგია. დღეს სამუშაო კონტურები გამოვკვეთეთ. მე აუცილებლად ვიქნები მაჟორიტარი, ოღონდ სად, ამას მოგვიანებით გეტყვით“, – განაცხადა პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმების პირობების შესრულებაზე უარს ამბობდა, ოპოზიციურმა პარტიებმა შეხვედრები განაახლეს.ოპოზიცია ხელისუფლებას 8 მარტის ყველა პირობის შესრულებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.

დღეს “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში მეორე შეხვედრა გაიმართა, რომლის შემდეგაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

 

 

იტვირთბა....