“უპირველესად, გიორგი რურუასთან დაკავშირებით მესმის, რომ ეს არის ნერვების თამაში და ყველას გვინდა რაც შეიძლება სწრაფად დამთავრდეს ეს ყველაფერი, რაც შეიძლება მალე, მაგრამ ხელისუფლებასაც უნდა გავუგოთ. მათ წისქვილზე დავასხამ წყალს და ვიტყვი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ მოსმენამდე გიორგი რურუას გათავისუფლება გარდაუვალია. ეს ყველას გაცნობიერებული აქვს. ამ ოფისში საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ბევრი ურთიერთდაპირისპირებული ადამიანი შევიკრიბეთ. ეს ნიშანია, რომ ყველა პასუხისმგებლობით მოეკიდა მათ როლს ქვეყნის ცხოვრებაში. „ძალა ერთობაშიამ“ მოიტანა 8 მარტის შეთანხმება, ჩვენი გათავისუფლება და მოიტანს რურუას გათავისუფლებას, ასევე საკონსტიტუციო ცვლილებას, არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას და ხელისუფლების ცვლილებას. ეს ერთობა იქნება აქ და ამ ერთობას თუ ვინმე შეუშლის ხელს, ის ქვეყნის წინააღმდეგ მიდის.”
ირაკლი ოქრუაშვილი – „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი
აღნიშნულით ოქრუაშვილი ჟურნალისტებთან გიორგი რურუას პატიმრობაში დარჩენას გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერაზე უარს ამბობს, თუ ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმების პირობებს სრულად არ შეასრულებს.
15 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი, გამოსცა, რის მიხედვითაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პატიმრობიდან გიორგი რურუას გატავისუფლებასაც ითხოვენ. თუმცა, დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოსამართლემ ”მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა.