მთავარი ციტატა

“დავანებოთ თავი კინკლაობას და მივიღოთ გადაწყვეტილება სწრაფად, ამისთვის კრიტიკულად აუცილებელია გიორგი რურუას გამოშვება”

“რამდენიმე დღის წინ ხელისუფლებამ გადადგა გონივრული ნაბიჯი, როდესაც დაიწყო 8 მარტის შეთანხმების შესრულება. ეს სჭირდება ქვეყანას, პრაგმატულად ეს სჭირდება „ქართულ ოცნებას“ და რაც მთავარია, ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. მესმის, რომ შესაძლებელია, არ იყოს კომფორტული პოზიცია დღეს მათთვის, გადათქვან რაღაცები. დავანებოთ თავი კინკლაობას და მივიღოთ გადაწყვეტილება სწრაფად, რომელიც დაგვაყენებს ნორმალიზების ხაზზე. ამისთვის კრიტიკულად აუცილებელია გიორგი რურუას გამოშვება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სასამართლომ მიიღო მორიგი უსამართლო გადაწყვეტილება, დრო რჩება, შესაძლებლობა არის, ფორმები არსებობს და ნუ დავაზარალებთ ქვეყანას, როდესაც ეს პროცესი დაწყებულია, პირველი ნაბიჯები გადადგმულია და გადავიდეთ საარჩევნო რეფორმის ეტაპზე.”

აღნიშნულით ხოშტარია ჟურნალისტებთან გიორგი რურუას პატიმრობაში დარჩენას გამოეხმაურა. 

დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოსამართლემ ​”მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა.

მანამდე კი, 15 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი, გამოსცა, რის მიხედვითაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პატიმრობიდან გიორგი რურუას გატავისუფლებასაც ითხოვენ და იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტი “მთავარი არხის” ერთ-ერთ დამფუძნებელსაც შეიწყალებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. 

იტვირთბა....