“ვიდრე გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, ის შეთანხმება არ იქნება შესრულებილად ჩათვლილი და მას ექნება ისეთივე რეაქცია, ვგულისხმობ იმას, რომ არ არსებობს სანახევროდ შესრულებული, როდესაც რაღაცას იტყვი, ეს არის მოვალეობა ადამიანურ ურთიერთობაში, მოვალეობა პოლიტიკაში და, რა თქმა უნდა, მოვალეობა საერთაშორისო პოლიტიკაში.“
გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს“ წევრი
აღნიშნულით უგულავა ჟურნალისტებთან გიორგი რურუას პატიმრობაში დარჩენას გამოეხმაურა.
უგულავას თქმით, დღეს ოპოზიციური პარტიები „ლეობორისტული პარტიის“ ოფისში კვლავ შეიკრიბებიან.
დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოსამართლემ ”მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა.
მანამდე კი, 15 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი, გამოსცა, რის მიხედვითაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პატიმრობიდან გიორგი რურუას გატავისუფლებასაც ითხოვენ და იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტი “მთავარი არხის” ერთ-ერთ დამფუძნებელსაც შეიწყალებს.