“თუ ვინმეს სჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის დახმარების და “ქართული ოცნების” გარეშე აირჩიეს, მაშინ დაიჯერონ, რომ ეს გადაწყვეტილებაც მიიღო ივანიშვილის გარეშე. ცალსახაა, რომ ზურაბიშვილი “ქართული ოცნების” გარეშე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. მინდა ყველას მივულოცო, ქვეყანაში პოლიტპატიმრების გათავისუფლება დაწყებულია”
ლევან სამუშია, “თავისუფალი დემოკრატების” აღმასრულებელი მდივანი
TV პირველი, ინგა გრიგოლიას “დღის ამბები”
შეგახსენებთ, 15 მაისს, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეკრეტი გამოსცა, რის მიხედვითაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.