ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მაკაკა რეზუსზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსით ხელოვნური დასნებოვნების შემთხვევაში, პნევმონია არ უვითარდებათ” – კულუმბეგოვი

იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც კორონავირუსის ვაქცინაციის კვლევასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

“მაკაკა რეზუსზე ჩატარებულმა ვაქცინაციის კვლევამ, წინასწარი შედეგებით აჩვენა, რომ ვაქცინაციის შემდეგ კორონავირუსით ხელოვნური დასნებოვნების შემთხვევაში მათ პნევმონია არ უვითარდებათ.

დასკვნა: რადგან მაკაკა რეზუსის იმუნური სისტემა ძალიან ახლოსაა ადამიანის იმუნურ სისტემასთან, ოქსფორდის ჯგუფის (ჯენერის ინსტიტუტი) მიერ შექმნილი ვაქცინა (ChAdOx1 nCoV-19) დიდი ალბათობით წარმატებული იქნება ადამიანებშიც. 23 აპრილს დაიწყო ჯანმრთელ მოხალისეებზე მისი გამოცდა. კვლევის ყველა ეტაპის წარმატების შემთხვევაში, აღნიშნული ვაქცინის წარმოებას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრიტანული ფარმაკოლოგიური კომპანია AstraZeneca დაიწყებს.” – წერს კულუმბეგოვი.

იტვირთბა....