ახალი ამბები მთავარი ციტატა

“დიდი ტრანსფორმაციების ეპოქა იწყება..” – გიგი უგულავა საარჩევნო ცვლილებებზე

“ჩვენ ძალიან ისტორიულ მომენტში ვიმყოფებით, მიუხედავად იმისა, რომ სრულად პროპორციულზე ვერ გადავედით, არსებითად, მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში გადავალთ პროპორციულ სისტემაზე, რაც ნიშნავს რეალურ მრავალპარტიულობას, რაც ნიშნავს დაპირისპირებულების შეთანხმებას, რაც გამორიცხავს ერთამენთში თავში აგურის ჩარტყმას, გამორიცხავს პოლიტიკურ ძალადობას პოლიტიკურ ოპონენტებზე და გამორიცხავს სასამართლოს შენი ნება-სურვილით გამოყენებას. ამიტომ, დიდი ტრანსფორმაციების ეპოქა იწყება, დიდი ცვლილებების ეპოქა იწყება.“

გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი

აღნიშნული განცხადება უგულავამ, ჟურნალისტებთან საარჩევნო ცვლილებებზე საუბრისას გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 15 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

იტვირთბა....