ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არ ვეთანხმებით ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, თუმცა გადაწყვეტილებას უკან ვერ დავაბრუნებთ” – სოფო კილაძე

“წარსულშიც არაერთხელ გვითქვამს, რომ პრეზიდენტის გარკვეულ შეწყალებებს, სკანდალურ შეწყალებებს არ ვეთანხმებოდით, ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც საქმე ასეთ სიტუაციასთან გვაქვს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოფო კილაძემ განაცხადა.

სოფო კილაძის თქმით, ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ დაფიქსირებულა ის, რომ ეს ადამიანები დამნაშავეები არიან, რაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენებით არის დამტკიცებული.

„ჩვენ არაერთხელ დაგვიფიქსირებია, რომ ეს ადამიანები დამნაშავეები არიან, რაც დამტკიცებულია სასამართლოს ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით. ეს ადამიანები პოლიტპატიმრები არ არიან. ქალბატონმა სალომემ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო. ჩვენ არ ვეთანხმებით, თუმცა ეს იყო გადაწყვეტილება, რომელსაც უკან ვერ დავაბრუნებთ ვერც ჩვენ და ვერც ქალბატონი სალომე.

აჯობებს, კონცენტრაცია მოვახდინოთ იმაზე, რომ არჩევნები ჩატარდეს ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას ეკადრება. ამით „ნაციონალური მოძრაობა“ ვეღარ ისპეკულირებს, რომ ვთქვათ, ადგილი აქვს პოლიტპატიმრების დაკავებას, ამასაც ვეღარ გააკეთებს სამომავლოდ. აჯობებს, ახლა მომავალზე გავაკეთოთ აქცენტირება, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ის გადაწყვეტილებები, რომელიც უკვე მიღებულა“, – განაცხადა სოფო კილაძემ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწაყლების საკითხთან დაკავშირებით.

 

იტვირთბა....