ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

“ქოცები ნებისმიერ წარუმატებლობას იმით ხსნიან, თითქოს “ოცნებამ” სათანადო არხები ვერ გაჭრა დასავლეთთან”

“ქოცები ნებისმიერ წარუმატებლობას იმით ხსნიან, თითქოს “ოცნებამ” სათანადო არხები ვერ გაჭრა დასავლეთთან ანდა, უბრალოდ, ინგლისური არ იციან. არადა კომუნიკაციის არხებიც ჰქონდათ/აქვთ და არც ინგლისურის მცოდნეები აკლდათ/აკლიათ”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი წერს.

როგორც ჭიაბერაშვილი განმარტავს, “ქართულ ოცნებაში” ვერ ხვდებიან, რომ მთავარი შეტყობინების შინაარსია.

“ვერ ხვდებიან, რომ მთავარი მესიჯის შინაარსია, რომელიც სრულ დისონანსშია იმასთან, რასაც დემოკრატია და კანონის უზენაესობა წარმოადგენს.

მეორე საკითხი, რასაც ვერასოდეს გაიგებს ქოცი, იგივე სავოკი, არის ის, რომ დემოკრატია და კანონის უზენაესობა სუვერენიტეტის შემადგენელი ნაწილი კი არაა, წინაპირობაა.

ამიტომაა, რომ დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე მოთხოვნას ისინი სუვერენიტეტის შელახვად აფასებენ. “რა მნიშვნელობა აქვს, ამერიკა გიკარნახებს რამეს თუ რუსეთი,” – ასეთია მათი რუსული ნარატივი.

სინამდვილეში, ის ვინც ჩვენში დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე ღელავს, ყველაზე მეტად უფრთხილდება ჩვენს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას”, – წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი ფეისბუქზე.

შეგახსენებეთ, მორიგი მწვავე პოლიტიკური გზავნილი წამოვიდა აშშ-დან, სადაც  საქართველოს მმართველი გუნდის და პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკვე მძაფრი და კონკრეტული ბრალდებები გაჟღერდა. 

იტვირთბა....