aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ახლა ხომ აღმოჩნდა, რომ შეთანხმება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს გულისხმობდა?!” – ჩუგოშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ ჩუგოშვილი ემხაურება.

როგორც ჩუგოშვილი აცხადებს, “ოცნების“ წევრებმა კარგად იციან ის შეხვედრა როგორ დამთავრდა, ძალიან კარგად იციან ის ორი დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერეს რას გულისხმობდა და ძალიან კარგად იცოდნენ იმ ბრიფინგს, რომელსაც ატარებდნენ რა შედეგები მოყვებოდა.

„ჩვენ ვნახეთ მმართველი გუნდის სულ რაღაც 3-4 წუთიან უპასუხისმგებლო ბრიფინგს რა მოყვა შედეგად. შედეგად მოყვა აღიარება, ფაქტობრივად, იმის, რომ საქართველოს პოლიტპატიმრები ჰყავს, რაც მანამდე ასე არ იყო. მოყვა სერიოზული კითხვის ნიშნების გაჩენა უდიდესი თანხების გამოგზავნაზე, რასაც საქართველო საჩუქრით, გრანტებისა და დაფინანსების სახით იღებს. ეს პროცესი არ გაჩერდებოდა, ეს პროცესი გაგრძელდებოდა იმიტომ, რომ არ შეიძლება ასე მოექცე იმ პარტნიორებს, რომლებზეც დამოკიდებული ხარ. ხომ აღმოჩნდა ახლა, რომ შეთანხმება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს გულისხმობდა? რა საჭირო იყო ეს ყველაფერი? რა მიიღეს? -არაფერი. დაიზიანეს თავი მორიგ ჯერზე და მორიგჯერზე შეიყვანეს თავი ისეთ ჩიხში, საიდანაც ახლა უკვე გამოსვლა ძალიან ძნელი იქნება. ვვარაუდობ, რომ მმართველი გუნდი ახლა ასეთ რამეს იტყვის. ჩვენ არ დავთანხმებულვართ არავის გათავისუფლებას, ეს არ ყოფილა შეთანხმების ნაწილი, მაგრამ იმის გამო, რომ ამან საერთაშორისო ვნებათაღელვა გამოიწვია, ქვეყნის შიგნითაც ეს ცვლილებები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, ამის გამო ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. ასევე ისინი იტყვიან, რომ ისინი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში არ ჩარეულან, მაგრამ მოუწონებენ პრეზიდენტს ამ გადაწყვეტილებას. ეს არის ჩემი ვარაუდი, თუმცა ეს ასე არ არის. მათ ძალიან კარგად იციან ის შეხვედრა როგორ დამთავრდა, ძალიან კარგად იციან ის ორი დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერეს რას გულისხმობდა და ძალიან კარგად იცოდნენ იმ ბრიფინგს, რომელსაც ატარებდნენ რა შედეგები მოყვებოდა. გარდა იმისა, რომ უარზე გავიდნენ და თქვეს, რატომ გაქვთ ამის მოლოდინი, რომ კონკრეტული საქმეები იგულისხმებოდა ამ ხელმოწერის ქვეშო, მეორე საერთოდ გამაოგნებელი იყო, რომ ხელი გაიშვირეს ელჩებისკენ, გამოდით ახლა და თქვით, რომ მართლები ვართო. როგორ ავხსნა ეს არ ვიცი. სიტყვებით არ შემიძლია უბრალოდ ამის გადმოცემა იმიტომ, რომ მთელი გონივრულობა ამის უკან არ დგას“ – განაცხადა ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოსცა დეკრეტი, რის მიხედვითაც შეიწყალა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი.

იტვირთბა....