aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კარგია, რომ ოპოზიციამ სკეპტიკოსებს არ დაუჯერა. მადლობა ბატონ ბიძინას და პრეზიდენტ სალომეს…” – გია ნოდია

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტილოგი გია ნოდია გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას ეხმაურება.

როგორც ნოდია აცხადებს, ოპოზიციამ და დასავლელმა მეგობრებმა, ხელისუფლებას გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალება აიძულა. მისი თქმით, გიორგი რურუას საქმეც უნდა გადაწყდეს: “სანამ ის ციხეშია, შეთანხმება არ არის შესრულებული.”

ის, რომ ხელისუფლებას გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალება აიძულეს, ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. ცხადია, მთავარი დამსახურება არის ერთი მხრივ ოპოზიციის, ხოლო მეორეს მხრივ – ჩვენი დასავლელი მეგობრების. მაგრამ საბოლოოდ, ყველას, ანუ ქვეყანას გვაქვს საქმე მისალოცად: ეს ნიშნავს, რომ ცივილიზებულ სამყაროს ბოლომდე არ შევაქციეთ ზურგი და ნაწილობრივ მაინც მის ორბიტაზე ვრჩებით.

უნდა ვაღიარო, სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, არ მეგონა, რომ ბიძინა უკან დაიხევდა (თუმცა არც გამოვრიცხავდი). ძალიან კარგი, რომ ოპოზიციამ ჩემისთანა სკეპტიკოსებს არ დაუჯერა და სიმტკიცე შეინარჩუნა.

ცხადია, გიორგი რურუას საქმეც უნდა გადაწყდეს: სანამ ის ციხეშია, შეთანხმება არ არის შესრულებული.

ყოველივე ამის შემდეგ რომ დავამატო, „მადლობა ბატონ ბიძინას და პრეზიდენტ სალომეს“, ვიცი, ბევრ „ლაიქს“ დავკარგავ. მაგრამ მათაც დავუფასოთ, რომ ახირებას ბოლომდე არ გადააყოლეს ქვეყანა და რაღაც მომენტში რაციონალობას მოუხმეს (თუნდაც, მათ შორის, საკუთარ ინტერესებში).” – წერს გია ნოდია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოსცა დეკრეტი, რის მიხედვითაც შეიწყალა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი.

იტვირთბა....