ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბოლნისის სოფლებში დამატებითი კვლევები მიმდინარეობს” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევები ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელშია გამოვლენილი და აღნიშნულ სოფლებში კიდევ მიმდინარეობს მუშაობა.

„იქ კიდევ მიდის დამატებითი კვლევები და მიმდინარეობს მუშაობა ამ საკითხზე. ბოლნისში არ არის ეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებშია. გამოცხადდება, რომელი სოფლებია. საუბარია ორ სოფელზე. ინფორმაცია სწორია, რომ ამ ეტაპზე 15 ადამიანს აქვს დადასტურებული „კოვიდ-19“. კიდევ მიდის დამატებითი კვლევები. პისიარკვლევები ჩატარდა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, ბოლნისის ორი სოფელი მხოლოდ ნაწილობრივ არის გამოკვლეული და ტესტირება გაგრძელდება.

შეგახსენებთ, ბოლნისის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, 86 შესწავლილი ნიმუშიდან 15 ნიმუში კორონავირუსზე დადებითია.

იტვირთბა....