ბოლნისის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, 86 შესწავლილი ნიმუშიდან 15 ნიმუში კორონავირუსზე დადებითია.
არსებული ცნობით, ახალი შემთხვევებიდან 7 სოფელ მუშევანთან დაკავშირებული პირია, ხოლო რვა კი სოფელი გეტას კლასტერიდანაა.
ამ დროისთვის ბოლნისში კორონავირუსის 137 დადასტურებული შემთხვევაა, რომელთაგანაც 46 გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა. საქართველოს მასშტაბით კი კორონავირუსის 652 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.