“ნაციონალური მოძრაობა ვერ შეძლებს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაში რაიმე პრობლემა შექმნას. ეს ურთიერთობა არის ძალიან მნიშნელოვანი ქვეყნისთვის. საზოგადოებისთვის კრგად ცნობილია თუ რა მაღალი შეფასება მიიღო საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით, დახმარებაც სწორედ ამ მიმართულებით იქნა გამოყენებული. არ შეიძლება დახმარებასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ძმაკაცების ციხიდან გამოშვებას შორის რაიმე სახის ტოლობა დაფიქსირდეს, სწორედ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი.”
დავით მათიკაშვილი – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი
აღნიშნულით მათიკაშვილი ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას გამოეხმაურა.
ცნობისთვის, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ, ანდრიუს კუბილიუსმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გლობალური პანდემიის გამო, საქართველოში ბევრი ადამიანი დაკარგავს სამუშაო ადგილსა და ბიზნეს, ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ყველა სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობა.