“ჩვენ, ევროპარლამენტში საქართველოს მეგობრები, მივესალმებით 8 მარტის ხელშეკრულებას, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გაფორმდა. პოლიტიკური პატიმრების პატიმრობაში დატოვება ნიშნავს, რომ შეთანხმება დაირღვა და სამართლიანი არჩევნები არ იქნება. გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები!”
ანდჟეი ჰალიცკი – ევროპარლამენტის წევრი პოლონეთიდან
ამის შესახებ ანდჟეი ჰალიცკი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში საერთაშორისო პარტნიორები “ქართულ ოცნებას” 8 მარტის შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდებენ. დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ისინი პოლიტიკური მოტივით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ელოდებიან.
მმართველ პარტიაში კრიტიკული განცხადებები კეთდება. ისინი დასავლელ პარტნიორებს ტყუილში დანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მათ კონკრეტული ადამიანების გათავისუფლებას არ დაპირებიან.
ამ საკითხზე ოპოზიციურმა პარტიებმა მოლაპარაკებები განაახლეს. პარტიის ლიდერებმა ერთობლივი განცხადებაც შეიმუშავეს, რომლის თანახმადაც პირობების შეუსრულებლობაზე მთლიან პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს აკისრებენ.