ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ინფიცირების ხუთივე ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ინფიცირების ხუთივე ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია.

ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, პაციენტები საკარანტინო სივრციდან არიან.

“ეს ხუთივე პაციენტი არის ცნობილი წყაროდან. ესენი იყვნენ ყველანი საკარანტინო სივრცეში და იქიდან არიან გადაყვანილები სხვადასხვა კლინიკაში. ჩვენთან ამ ხუთი პაციენტიდან არც ერთი არ არის შემოყვანილი“,- განაცხად ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 33 პაციენტი მკურნალობს.

საქართველოში ახალი კორონავირუსის ინფექციით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში აღნიშნული ვირუსით სულ 12 ადამიანია დაღუპული.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 652 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 11 პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 383-ს შეადგენს.

იტვირთბა....