ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ახალი კორონავირუსის ინფექციით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დაღუპულია 81 წლის ქალბატონია.

“სამწუხაროდ, დღეს დილით გახდა ცნობილი, რომ ჩვენ გვყავს კიდევ ერთი გარდაცვლილი ქალბატონი, 81 წლის. ეს სამწუხარო ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ყველანაირი, ასე თუ ისე წარმატებული ბრძოლა ინფექციის ადა პანდემიის წინააღმდეგ არ ნიშნავს, რომ ჩვენ საბოლოოდ რაღაც დასკვნები უნდა გავაკეთოთ. ეს არის დიდი ხნის პროცესი და როგორც ჩანს, ეს ვირუსი ჩვენთან დარჩება დიდხანს“,  განაცხადა გიორგი გახარიამ.

მიისვე თქმით, დღევანდელი მონაცემებით, შეგვიძლია ითქვას, , რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა და კონტროლს ექვემდებარება.

ამასთან, სპეციალური ვებგვერდის, stopcov.ge-ს ინფორმაციით, ქვეყანაში აღნიშნული ვირუსით სულ 12 ადამიანია დაღუპული.

იტვირთბა....