ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჭავჭავაძის გამზირს რაც შეეხება, რატომ შუა ნაწილზე? ამაზე მთელი რიგი კვლევები ჩატარდა..” – კალაძე ავტობუსების ზოლის შუა ნაწილში განთავსებაზე

თბილისის მერი კახა კალაძე, განმარტავს რატომ გახდა აუცილებელი ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსების ზოლის განთავსება გზის შუა ნაწილზე.

როგორც კალაძე აცხადებს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კვლევები ჩატარდა.

“ჭავჭავაძის გამზირს რაც შეეხება, რატომ შუა ნაწილზე? ამაზე მთელი რიგი კვლევები ჩატარდა, აყვანილი გვყავდა ფრანგული კომპანია „სისტრა“, რომელიც ძალიან დაგვახმარა მთელი ამ სისტემისა და სიახლის შემუშავებაში. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან თუ მარჯვნივ და მარცხნივ დარჩებოდა ავტობუსის ზოლები, გზის განაპირა ნაწილს ეს პრობლემას შეუქმნიდა. პრობლემა შეექმნებოდა როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ასევე კერძო ავტომობილებსაც, რადგან არის შესახვებები კონკრეტულ ქუჩებზე, ეს გამოიწვევდა შეზღუდვასა და შეფერხებას საზოგადოებრივი ტრანსპორტის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

იტვირთბა....