“საერთაშორისო პოლიტიკაში, მით უმეტეს იმ ფორმატში, რომელშიც უკრაინა და საქართველო თანამშრომლობენ, ორმხრივი ურთიერთობების გარდა არსებობს მრავალმხრივი ურთიერთობები სამხედრო და ეკონომიკურ საკითხებზე, ამიტომ ხიდების დაწვა და სწრაფად წერტილების დასმა კონტრპროდუქტიული იქნებოდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება და ვფიქრობ, რომ ჩვენ კონსულტაციებზე უნდა დავსახოთ ის მიმართულება, რომელიც ორმხრივ ურთიერთობას ამ ჩრდილს მოაცილებს. საბოლოო გადაწყვეტილებების და ვერდიქტების გამოტანა ჯერჯერობით არაა საჭირო, მაგრამ ორმხრივ ურთიერთობებში არსებობს დადგენილი წესები, რომელსაც უკრაინული მხარე აშკარად არღვევს.”
გია ვოლსკი – პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი
აღნიშნული განცხადებით ვოლსკი ეხმაურება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დანიშვნას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელლი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ, სააკაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.