ახალი ამბები მთავარი ციტატა

“როგორც თვითონ სკდებიან საღამოს ერთმანეთთან სახლში, ჰგონიათ ხალხსაც ასე ულხინს” – ვაშაძე “ოცნებაზე”

“კომენდანტის საათი სასაცილო გახდა. რომ არ იქეიფოს ხალხმაო – ვის ექეიფება, ხალხი გაჭირვებაშია, სამუშაო ადგილებს ეძებს. ამათ ჰგონიათ, როგორც თვითონ ყოველ საღამოს სკდებიან და ქეიფობენ ერთმანეთთან სახლში, ისე ულხინს ხალხს. სად არის ლხინი საქართველოში – არის უბედურება და გაჭირვება. კომენდანტის საათი არის ერთი მიზეზით შენარჩუნებული, რომ კომენდანტის როლით შევიდნენ საარჩევნო რეჟიმში.”

გიორგი ვაშაძე – “ახალი საქართველოს” ლიდერი

აღნიშნული განცხადებით ვაშაძე, კომენდანტის საათის არსებობას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მისი გაგრძელების გამართლება არაადეკვატური იყო.

იტვირთბა....