ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეიდან თბილისში შესვლასა და გასვლაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა

დღეიდან თბილისში შესვლასა და გასვლაზე დაწესებული ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნა. დედაქალაქში გადაადგილება ყველასთვის თავისუფალია.

ხოლო, რუსთავში გადაადგილებაზე შეზღუდვა 14 მაისს მოიხსნება. ამავე დღეს განახლდება მიმოსვლა გარდაბანშიც.

რაც შეეხება მარნეულს, მუნიციპალიტეტში შეზღუედვები 18 მაისიდან მოიხსნება. მისი გახსნა კი დაგვიანებით  ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ხდება, ვინაიდან აუცილებელია ტესტების რაოდენობა, რომელიც მუნიციპალიტეტში უნდა ჩატარდეს.

ცნობისთვის, დღეიდან ყველა სახის წარმოება და ყველა მაღაზიაც გაიხსნება, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა.

იტვირთბა....