მთავარი ციტატა

“სააკაშვილის სამუშაო ადგილის დაბალი ხარისხის მიუხედავად მოცემულობა უსიამოვნოა” – ვოლსკი

“ელჩიც უნდა გამოვიწვიოთ და მისი მონაწილეობით კონსულტაციები უნდა გავმართოთ, რათა თანამშრომლობის ამ ფორმატში საქართველოსა და უკრაინის პარალელური აქტივობები, ინფორმაციისა და საქმიანობის ურთიერთგაცვლა შენარჩუნებული იყოს. ეს არ არის მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობა, საუბარია მრავალმხრივ ურთიერთობაზე. ორმხრივ ურთიერთობას ჩრდილი მიადგა. მოცემულობა საკმაოდ უსიამოვნოა მიუხედავად სააკაშვილის სამუშაო ადგილის დაბალი ხარისხისა. ასეთი ნაბიჯი უსიამოვნო და ჩრდილის მიმყენებელია ორმხრივ ურთიერთობაში“

გია ვოლსკი, საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი

“პირველი არხი”

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელლი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ, სააკაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

იტვირთბა....