”ჩემი აზრით, კომენდანტის საათს არანაირი გამართლება არ აქვს და არანაირად არ არის საჭირო. ბუნებრივია, საინტერესო იქნებოდა ხელისუფლების აზრი, ეთქვათ, რატომ არის კომენდანტის საათი და აღმოჩნდა, რომ სრულიად აბსურდული მიზეზის გამო, რომ ადამიანები თურმე ერთმანეთთან ღამით საქეიფოდ არ წავიდნენ, რაც სრულიად გაუგებარი მოცემულობაა. რისთვისაც სჭირდება ხელისუფლებას კომენდანტის საათი, ეს არის მოჩვენებითი ქმედითი ღონისძიებების გატარების კასკადი და მეტი არაფერი“
აკაკი ბობოხიძე, “ევროპული საქართველოს” წევრი
ტელეკომპანია “ფორმულა”
შეგახსენებთ, ხვალიდან ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება – როგორც ცნობილია, ხვალიდან მუშაობას განაახლებენ ის საცალო და საბითუმო მაღაზიები, რომლებსაც აქვთ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან.
შეზღუდვების მოხსნა ჯერჯერობით არ ეხება სავაჭრო მოლებს, სალონებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და კომენდანტის საათს.