ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სააკაშვილი ხელისუფლებას საფრთხობელად სჭირდება ხოლმე, ვერ გათავისუფლდა რაღაც ბოღმებისგან” – უსუფაშვილი

“ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არის ქვეყნის ეროვნული ღირსების შეურაცხმყოფელი. აღნიშნული განცხადება უსუფაშვილმა, “ინტერპრესნიუსსთან” ინტევიუში გააკეთა.

“როდესაც უკრაინა თავის მოქალაქეს სადმე დანიშნავს, ამაზე საქართველო აღშფოთდება, ხოლო როცა იგივე უკრაინა საქართველოს მიერ ძებნილ მსჯავრდებულ ადამიანს საქართველოს არ აძლევს, მაშინ საქართველო კმაყოფილია. ანუ, რაშია საქმე? საქმე გვაქვს პოლიტიკურ თვალთმაქცობასთან. სააკაშვილი ამ ხელისუფლებას სჭირდება ხოლმე საფრთხობელად, ოპოზიციური სპექტრის, ასე ვთქვათ, თავში წამოსასმელად და ამასობაში ვერ გათავისუფლდა რაღაც ბოღმებისგან. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არის ჩვენი ეროვნული ღირსების შეურაცხმყოფელი, როდესაც ოფიციალური სტრუქტურა იმას წერს, რაც იქ ჩაწერეს, რომ აი, უკრაინის პოლიტიკური სპექტრი მიხვდა, თუ რა პრობლემები აქვს ამ პერსონას და ჩვენი აზრიც, როგორც ჩანს, გაითვალისწინა და ასე შემდეგ. ეს არის სირცხვილი.” – განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელლი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ, სააკაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

იტვირთბა....