პარლამენტს დაჩქარებული წესით განსახილველად „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებები წარედგინა, რომლის მიხედვითაც, პარტიები და გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირები უცხოური ორგანიზაციების მხარდაჭერით ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების მოწყობას ვეღარ შეძლებენ.
პროექტის ავტორი და ინიციატორი ფრაქცია „ქართული ოცნებაა“.
ამასთან,მოქმედი კანონმდებლობით, პოლიტიკური პარტიებისთვის დაუშვებელია შემოწირულების მიღება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირისგან და საქართველოში ან საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის ან პირთა სხვა სახის გაერთიანებისგან, გარდა ლექციის, სემინარის ან მსგავსი საჯარო ღონისძიების უსასყიდლოდ მოწყობისა.