ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მთელი მსოფლიო ებრძვის უხილავ მტერს და ჩვენ გვჭირდება სოლიდარობა, გვჭირდება ერთიანობა” – კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, განცხადება გაავრცელა და თბილისელებს “ევროპის დღეები” მიულოცა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, თბილისი ერთ-ერთი ყველაზე ძველი ევროპული ქალაქია.

„მინდა, შევუერთდე 2020 წლის „ევროპის დღის“ მოწოდებას -„ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ!“ დღეს ევროპული ოჯახი, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ებრძვის უხილავ მტერს და ჩვენ გვჭირდება სოლიდარობა, გვჭირდება ერთიანობა პანდემიასთან ბრძოლაში. თქვენ იცით, თბილისი ყოველ წელს განსაკუთღებული სიყვარულით მასპინძლობს ევროპის დღეებს. ეს არის მნიშვნელოვანი დღეები თბილისელებისათვის, ყველასათვის, ვინც იზიარებს ევროპულ ღირებულებებს, ვისაც სწამს და სჯერა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის. მიუხედავად იმისა, რომ წელს საზეიმო ღონისძიებები არ ტარდება, მინდა, მივულოცო ჩემს ქალაქს „ევროპის დღეები“ საქართველოში და ვუსურვო საერთო გამარჯვება მსოფლიოში არსებულ გამოწვევაზე. გახსოვდეთ, თბილისი ერთ-ერთი ყველაზე ძველი ევროპული ქალაქი, მომავალ წელს ისევ დაგელოდებათ ევროპის მოედანზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

იტვირთბა....