თუშეთში ზვავმა ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის 36-ე კილომეტრზე სამი ადამიანი მოიყოლა, ერთი კი გარდაიცვალა.
მამაკაცის ცხედარი, რომელიც სამდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში მცხოვრები, 62 წლის ზურა ოთიურიძეა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი გზის გაწმენდით სამუშაოებზე, რომელსაც კომპანია „თუშეთის გზა“ აწარმოებს, მუშად მუშაობდა.