ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ ქართველ მებრძოლს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

ოკუპირებული დონეცკის “სახალხო რესპუბლიკის” ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, უკრაინის მხარეს მებრძოლ ნიკოლას ბერიანიძეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ის “დამნაშავედ” ცნეს დაქირავებულ მებრძოლობასა და სამხედრო მოსამსახურის მკვლელობაში.

“სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წელს ჩავიდა კიევში, სადაც შეუერთდა უკრაინულ ნაციონალისტური ბატალიონის „აზოვის“ რიგებს. იგი დათანხმდა მონაწილეობა მიეღო როგორც დაქირავებულს, დონეცკისა და ლუგანსკის “სახალხო რესპუბლიკების”  წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში. ბატალიონში ქართველი სამხედრო ინსტრუქტორად მსახურობდა.

ბერიანიძე 2022 წლის 24 თებერვლიდან 20 მაისამდე მსახურობდა უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო უსაფრთხოების ნაწილებში ქალაქ მარიუპოლში. 2022 წლის 18 მარტს დაქირავებულმა სამხედრო მოსამსახურემ ცეცხლი გაუხსნა რუსი სამხედროების ჯგუფს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა. შემდგომში ქართველი რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებმა დააკავეს.” წერს რუსული მედია. 

იტვირთბა....