ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“იმ ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც ღირებულებებს ფეხქვეშ თელავენ, ევროკავშირში გამარტივებული შესვლით არ უნდა ისარგებლონ” – EU-ის წარმომადგენლობა

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ქართველი დიპლომატებისთვის და ოფიციალური პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“დღეს ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირს და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილების შეჩერების თაობაზე. იმ ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც ამ ღირებულებებს ფეხქვეშ თელავენ, ევროკავშირში გამარტივებული შესვლით არ უნდა ისარგებლონ”, – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ევროკავშირის საბჭომ ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. ისინი ვეღარ ისარგებლებენ განაცხადის შემცირებული ვადით, დაბალი სავიზო მოსაკრებლით და ნაკლები დამხმარე დოკუმენტის წარდგენის შესაძლებლობით. უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალაში რჩება.

იტვირთბა....