გენერალურ პროკურატურასთან, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, მედიის წარმომადგენელები აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ, რადგან 6 დღიანი შიმშილობის ფონზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საფრთხის წინაშე დგას.
მედიის წარმომადგენლები პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს მოუწოდებენ, სასამართლოს ახალი შუამდგომლობით მიმართოს, რათა მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 იანვარს დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს შიმშილობა აქვს გამოცხადებული.

