ახალი ამბები მთავარი ციტატა

“გახარიამ მეტი დამაჯერებლობისთვის დღეს 2 წერტილი გვესროლა და ორივე ააცილა” – ბობოხიძე

“ბატონმა გახარიამ მეტი დამაჯერებლობისთვის დღეს 2 წერტილი გვესროლა და ორივე ააცილა. ვურჩევდი, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოეპყრას უცხოელი პარტნიორების განცხადებას და წაიკითხოს მაინც. არსად არცერთ განცხადებაში პოლიტპატიმრები არ არის იმიტომ, რომ ჩვენი პარტნიორები დიპლომატიურ ეტიკეტს იცავენ, თუმცა ისინი ითხოვენ 8 მარტის შეთანხმების შესრულებას და ყველა აღნიშნავს, რომ ეს შეთანხმება არის 2-ნაწილიანი. ერთი – ეს ეხება საარჩევნო სისტემის შეცვლას, ხოლო მეორე ნაწილი – მართლმსაჯულების სფეროს და კონკრეტულად სამი პატიმრის გარეთ ყოფნას.”

აკაკი ბობოხიძე – “ევროპული საქართველოს” წევრი

აღნიშნული განცხადებით, ბობოხიძე ეხმაურება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს ხელისუფლებას ღია წერილით მიმართა და მოუწოდა შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება.

იტვირთბა....