ახალი ამბები მთავარი ციტატა

“საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი!” – გახარია ევროპარლამენტარის წერილზე

„საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი! საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს, კიდევ ერთი წერტილი. რაც შეეხება აღებულ ვალდებულებებს, სახელმწიფო ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც აიღო თავისი სტრატეგიული პარტნიორების წინაშე, ყველაფერს შეასრულებს.”

გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი

აღნიშნული განცხადებით გახარია გამოეხმაურა, ევროპარლამენტის წევრის ანდრიუს კუბილიუსის ღია წერილს.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს ხელისუფლებას ღია წერილით მიმართა და მოუწოდა შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება.

 

იტვირთბა....