“როგორც ჩანს პანდემიის ფონზე ბატონ გახარიას მეხსიერებამ უმტყუნა და აღარ ახსოვს ცოტა ხნის წინ საზოგადოებას ბოდიშებით, რომ ესაუბრებოდა და კვლავ წერტილებით დაიწყო საუბარი. პოლიტპატიმრებს ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად გავათავისუფლებთ, ეს მოხდება ან არჩევნებამდე ან არჩევნების შემდეგ. გახარიას კი მინდა ვუთხრა – მისთვის და მისი პოლიტიკური პატრონისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის, სჯობს, რომ ეს გათავისუფლება მოხდეს 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში და შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებამდე.“
სალომე სამადაშვილი – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი
აღნიშნული განცხადებით, სამადაშვილი ეხმაურება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს ხელისუფლებას ღია წერილით მიმართა და მოუწოდა შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება.