იტალიის ქალაქ პულიას მერმა ალესიო ვალენტიმ, დაზიანებულ მემორიალთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, დედამ შვილის მიერ დაზიანებული მემორიალის გასუფთავებისთვის ნებართვა ითხოვა. როგორც ვალენტი აღნიშნავს, ქალბატონის მხრიდან ამის გაკეთება ბევრი ადამიანისთვის მისაბაძი საქციელია.
„სამაგალითო საქციელია, მან საკუთარი შვილი სკოლის დირექტორთან ამხილა და ზიანის ანაზღაურების ნებართვა ითხოვა. მემორიალი მისი დახმარებით გასუფთავდა“, – აცხადებს ალესიო ვალენტი.
შეგახსენებთ, რომ პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალზე წარწერა „ზაოდი“ იყო გაკეთებული.
მემორიალის დაზიანების შესახებ პოსტი ფეისბუქზე 7 მაისს გამოქვეყნდა, ქალაქ პულიას მერი წერდა, რომ ძეგლზე წითელი საღებავით „ზაოდის“ მიწერით, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს ადამიანების ხსოვნას.