ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი, საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართავს.
კუბილიუსი მთავრობის წარმომადგენლებს მოუწოდებს შეასრულონ ოპოზიციასთან 8 მარტს დადებული შეთანხმების პირობები.
მისი თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის, გიგი უგულავასა და გიორგი რურუას საქმეებს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ არ მიხედა სათანადოდ, რაც “კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს 8 მარტის შეთანხმებას”.
“მსურს ხაზი გავუსვა, რომ ამჟამინდელი გლობალური პანდემიის მიერ გამოწვეული გადაუდებელი გამოწვევების მიუხედავად, შეთანხმების სწრაფი აღსრულება წერილისა და სულისკვეთების თანახმად, უმაღლესი მნიშვნელობისაა.
ევროპელ პარტნიორებს სჭირდებათ ნათელი დადასტურება, რომ მიღწეულია პროგრესი, რათა უზრუნველყოფილი იყოს აუცილებელი პირობები 2020 წლის არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩასატარებლად”, – წერს ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებს.