“როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური იუწყება, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნული პირი მიხეილ სააკაშვილი არ არის. ის მისი ორეულია.”
რომან გოცირიძე – “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი
აღნიშნული განცხადება გოცირიძემ, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელლი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ, სააკაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.
ექსპრეზიდენტს თანამდებობა ნიკა გვარამიამაც მიულოცა და ფაქტთან დაკავშირებით პირდაპირ ეთერში განცხადება გააკეთა.
მილოცვას ნიკა მელიაც შეუერთდა და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.