ახალი კორონავირუსის პანდემია, სულ მცირე, მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება – ამის შესახებ, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის, გენერალური შტაბის უფროსმა, ჰელგ ბრაუნმა განაცხადა.
მისი თქმით, პანდემია ჯერ არ დასრულებულა.
“ჩვენ ახლა პანდემიის შემდგომ [პერიოდში] არ ვცხოვრობთ, ჩვენ პანდემიის შუაში ვართ,” – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ნაადრევად მოიხსნება. მისი თქმით, 11 მაისიდან გაიხსნება დედაქალაქი, ხოლო 14 მაისიდან შეზღუდვები მოეხსნება რუსთავსა და გარდაბანს. რაც შეეხება მარნეულს, ის 18 მაისს გაიხსნება.
ასევე 11 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის წარმოება და ყველა მაღაზია, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა.
15 ივნისიდან კი, საქართველოში ადგლობრივი ტურიზმი ამოქმედდება, ხოლო 1-ელი ივლისიდან ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს.