საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენს მეორე ვადით არჩევას ულოცავს.
“გილოცავთ, პრეზიდენტო ფონ დერ ლაიენ, თქვენს ახალ მანდატს. მე მჯერა, რომ თქვენ იგივე მონდომებით, როგორც ადრე, გააგრძელებთ უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში დემოკრატიის, თავისუფლებისა და ძლიერი ევროპის საქმის დაცვას”, – წერს ზურაბიშვილი X-ზე.