პრემიერმა გახარიამ დღეს განაცხადა, რომ 11 მაისიდან გაიხსნება დედაქალაქი, ხოლო 14 მაისიდან შეზღუდვები მოეხსნება რუსთავსა და გარდაბანს. ამასთან, მისი თქმით, გაიხსნება ყველა მარკეტი გარდა ფეხსაცმლისა და ტანსაცმლისა.
შეგახსენებთ, მტავრობას შემუშავებული აქვს 6-ეტაპიანი შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა, თუმცა, როგორც გახარიამ აღნიშნა, სიტუაციიდან გამომდინარე შესაძლებელი ხდება სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და შემსუბუქების პროცესის დაჩქარება.
ამასთან, გახარიამ აღნიშნა, რომ 1 ივლისიდან საქართველოში ტურიზმი სექტორიც გაიხსნება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს ქვეყანაში მივიღოთ ტურისტები. მისი თქმით, 2020 წელს, ტურიზმი გადასახადებისგან გათავისუფლდება.