მთავარი ციტატა

“სრული გამარჯვებისთვის ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ კარგი ეპიდმდგომარეობა, არამედ უკვე ფეხზე დაყენებული ეკონომიკაც”

“ბრძოლა პანდემიასთან ჯერ დასრულებული არ არის. სრული გამარჯვებისთვის ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, არამედ უკვე ფეხზე დაყენებული ეკონომიკაც. ამიტომ, მოქალაქეებს მოვუწოდებ, როგორც აქამდე პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ შეზღუდვებს, მინდა ვთხოვო, რომ ასეთივე პასუხისმგებლობით გავაგრძელოთ.”

გიორგი გახარია – პრემიერ-მინისტრი

ამის შესახებ გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს ახალი გეგმა წარადგინა, რომელიც შეზღუდვების ნაადრევად მოხსნას ითვალისწინებს. კერძოდ, 15 ივნისიდან საქართველოში ადგლობრივი ტურიზმი გაიხსნება, ხოლო 1-ელი ივლისიდან ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ 11 მაისიდან გაიხსნება დედაქალაქი, ხოლო 14 მაისიდან შეზღუდვები მოიეხსნება რუსთავსა და გარდაბანს.რაც შეეხება მარნეულს, ის 18 მაისს გაიხსნება. 

იტვირთბა....