“ჩვენ გავხდით ყველაზე მძიმე თავდასხმის მსხვერპლი, რაც კი განუხორციელებიათ ადრე ამ ქვეყნის წინააღმდეგ. ეს პერლ ჰარბორსა და მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე განხორციელებულ შეტევაზე ბევრად უარესია. მსგავსი მასშტაბით თავდასხმა ჩვენ არ გვინახავს.მსგავსი რამ არასოდეს არ უნდა მოხდეს. მისი შეჩერება შეიძლებოდა წყაროს აღმოჩენით და ეს უნდა მომხდარიყო ჩინეთში, თუმცა ეს არ მოხდა. უჩინარ მტერს ვუყურებ, როგორც ომს. მე არ მომწონს ის, თუ როგორ განვითარდა იგი აქ, რადგან მისი შეჩერება შესაძლებელი იყო, მაგრამ არა, უჩინარ მტერს აღვიქვამ, როგორც ომს.”
დონალდ ტრამპი – აშშ-იშ პრეზიდენტი
პრეზიდენტის თქ1მით, ადმინისტრაცია განიხილავს იმ სადამსჯელო ღონისძიებებს, რომელიც შესაძლოა განხორციელდეს ჩინეთის მიმართ ოფიციალური პეკინის მიერ გლობალური პანდემიის გამოწვევაში უდიდესი წვლილის შეტანის გამო.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში მსოფლიოს ლიდერები კორონავირუსის წარმოშობაზე კითხვებს სვამენ და არ გამორიცხავენ, რომ ვირუსი ხელოვნურად გავრცელდა და ჩინეთი რეალურ მონაცემებს მალავს. ამასთან, აშშ-იმ კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით სერიოზულ გამოძიებას ატარებს.