ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ჩვენ ძალიან სერიოზულ გამოძიებას ვაწარმოებთ და ჩინეთის კმაყოფილი არ ვართ, შესაძლოა, მათი პასუხისმგებლობა დადგეს”- ტრამპი

ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინფორმაციით, კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით სერიოზული გამოძიება მიმდინარეობს.

ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ტრამპი აღნიშნავს, ის დარწმუნებულია, რომ ვირუსის შეჩერება შესაძლებელი იყო, “მაგრამ მაგრამ ვიღაცამ დიდი ხნის წინ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, არ გაეკეთებინა ეს.”

“ბევრი გზაა, რითაც შესაძლოა, მათი პასუხისმგებლობა დადგეს. ჩვენ ძალიან სერიოზულ გამოძიებას ვაწარმოებთ და ჩინეთის კმაყოფილი არ ვართ. არ ვართ კმაყოფილი არსებული სიტუაციით, რადგან გვჯერა, რომ შესაძლებელი იყო ამის შეჩერება წყაროსთან. შეიძლებოდა მისი სწრაფად შეჩერება, რომ არ გავრცელებულიყო მთელ მსოფლიოში. ფაქტია, რომ ამ ქვეყანაში ამდენი ზედმეტი სიკვდილი იყო. ეს შეიძლებოდა გაჩერებულიყო და ცოტა ხნის წინ შეჩერებულიყო. მაგრამ ვიღაცამ დიდი ხნის წინ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, არ გაეკეთებინა ეს. ამის გამო მთელი მსოფლიო იტანჯება, სულ მცირე, 184 ქვეყანა“, – განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში მსოფლიო ლიდერების მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა ბრალდება ჩინეთის მიმართ, რომ კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილია და ჩინეთი რეალურ მონაცემებს მალავს.

ეს თემა აქტუალური მას შემდეგ გახხდა, რაც 1-ელ აპრილს აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა თეთრ სახლს გასაიდუმლოებული დასკვნა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, ჩინეთი მალავდა თავის ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებს, მათ შორის ვირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობებს.

ამის შემდეგ ტრამპმა “ჯანმოც” მკაცრად გააკრიტიკა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც ჩინეთზე არის ორიენტირებული. პრეზიდენტის ორგანიზაციას ბრალი ეპიდემიის ცუდ მართვაში დასდო, რის შემდეგაც დაფინანსებაც შეუჩერა.

ჩინეთის მისამართით კრიტიკას გამოხატავენ ევროკავშირის ქვეყნებშიც, სადაც მიაჩნიათ, რომ ქვეყანა რეალურ მონაცემებს მალავს.

 

 

იტვირთბა....