“დიდი იმედი მაქვს, რომ ასე გაგრძელდება.თუ ასე გაგრძელდება, ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს დაბრკოლება გადავლახეთ. ვნახოთ, რა იქნება, პროგნოზირება რთულია. თუ ჩვენ სწორად მოვიქცევით ყველა, მთელი ვერტიკალი და მოსახლეობა, იმედია, ასეთ მონაცემებს შევინარჩუნებთ და ეს ალბათ იქნება საწინდარი იმისა ვთქვათ, რომ გარკვეულწილად ალბათ ეპიდემიას დავძლევთ.”
მარინა ეზუგბაია – თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი
ამის შესახებ ეზუგბაიამ ჟურნა;ლისტებთან განაცხადა.
საქართველოში ბოლო დღეებში კორონავურუსის ახალ დადასტურებულ შემთხვევებს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა აჭარბებს.
საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 615 გახდა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 275 პაციენტი.