ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები 615-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 615 გახდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 615 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 275 პაციენტი.ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ცხრა პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5002 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 485.

იტვირთბა....