საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ უკრაინის რეფორმების ნაციონალურ საბჭოში ინიშნება.
ამის შესახებ სააკაშვილმა “დოიჩე ველეს“ უკრიანულენოვან რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ის არა საბჭოს მდივნად, არამედ აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ინიშნება.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა რეფორმების ნაციონალურ საბჭოში მისი დანიშვნის თარიღი არ დააკონკრეტა, თუმცა უკრაინული მედია წერს, რომ ეს შეიძლება, დღესვე მოხდეს.
უკრაინის რეფორმების ნაციონალური საბჭო 2014 წელს მაშინდელი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მიერ შეიქმნა. საბჭოს წევრები უკრაინის პრეზიდენტის მიერ ინიშნება.
შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ლიდერმა, ვლადიმერ ზელენსკიმ რეფორმების საკითხები ქვეყნის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა. თუმცა, 28 აპრილს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი უკან გაიწვია.
მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე დანიშვნის შესაძლო გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობაში კრიტიკა მოჰყვა.